ჩვენ შესახებ

თუ იყენებთ ცნობილ აპლიკაციას - "მობილური ნომრების ბაზა", ჩათვალეთ, რომ თქვენი კონტაქტების სიას ხდით საჯაროს. ეს აპლიკაცია იპარავს თქვენი კონტაქტების ინფორმაციას და თქვენდა დაუკითხავად ათავსებს მას საკუთარ ბაზაში და ხდის ხელმისაწვდომს სხვა მომხმარებლებისთვის.

ჩვენი ვებ-გვერდი - nomrebi.abgeo.dev გაძლევთ საშუალებას, დაუკავშირდეთ "მობილური ნომრების ბაზაში" არსებულ ინფორმაციას უსაფრთხოდ. მისი უსაფრთხოება გამოიხატება იმაში, რომ ვებ-გვერდს არ აქვს წვდომა თქვენს მოწყობილობაში არსებულ ნომრებზე, აქედან გამომდინარე, ის ვერ მოიპარავს მათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვებ-გვერდი - nomrebi.abgeo.dev მუშაობს პრინციპით "მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ". ის "იპარავს" "მობილური ნომრების ბაზაში" არსებულ მონაცემებს და სანაცვლოდ მას არაფერს არ აძლევს.

გაითვალისწინეთ, რომ "მობილური ნომრების ბაზა" არ გვაძლევს ინფორმაციას თუ ჩვენ არ ვართ დარეგისტრირებული მათ სისტემაში. აქედან გამომდინარე ჩვენი ვებ-გვერდიც ითხოვს აუთენტიფიკაციას.

პროექტი არის Open Source ტიპის და GitHub-ზე შეგიძლიათ კონტრიბუციის გაკეთება - ABGEO/nomrebi-web.

შექმნილია ABGEO-ს მიერ.